ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შედეგით ირაკლი მაისურაძე მე-11 ადგილზეა
ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველები ვაჟები გამოვიდნენ, რომლებმაც მოკლე პროგრამები წარმოადგინეს.
ვაჟთა კატეგორიაში სულ 38 იუნიორი მონაწილეობდა, მათ შორის იყო ქართველი მოციგურავე ირაკლი მაისურაძე.
მოკლე პროგრამაში ირაკლი მაისურაძემ საკმაოდ დამაჯერებლად ისრიალა, მან უშეცდომოდ შეასრულა ყველა ელემენტი და მსაჯებისაგან 76, 46 ქულა დაიმსახურა. ირაკლი მაისურაძე თავისუფალი პროგრამის წინ მე -11 ადგილზეა.
8 მარტს ვაჟები თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ და მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდება.