ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძემ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში.

ქართველი მოციგურავე ნიკა  ეგაძე ორი პროგრამის ჯამში  233,16  ქულით 25 ქვეყნის 32 სპორტსმენს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა და გაიმეორა წინა წლის ევროპის  ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი, საქართველოს დელეგაციას კი მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატის ორი საგზური მოუტანა.

12 იანვარს სპორტულ ცეკვებში (რიტმული ცეკვა) საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა მოკლე პროგრამის შემდეგ მეშვიდე ადგილი დაიკავა და 13 იანვარს თავისუფალი პროგრამით იასპარეზებენ.

13 იანვარს ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ პროგრამით გამოვა საქართველოს სახელით მოციგურავე, მოქმედი ევროპის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მესამე ადგილზეა.