ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში | ნიკა ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ მეათე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში 10 იანვარს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. შეჯიბრების პირველ დღეს კაცთა შორის მოკლე პროგრამით ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ იასპარეზა.

ნიკამ მოკლე პროგრამაში 77.00 ქულა დააგროვა და მეათე ადგილზე გავიდა, შესაბამისად, ეგაძე 12 იანვარს თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს.

მამაკაცთა შორის მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე ფრანგი მოციგურავე, ადამ სიაო ჰიმ ფა (94.13) გავიდა, მეორე პოზიციაზე შვეიცარიელი ლუკა ბრიტჩიგია (91.17), მესამეზე – ესტონელი ალექსანდრ სელევკო (90.05).

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების პორველ დღეს მოკლე პროგრამით სპორტულმა წყვილებმა იასპარეზეს, სადაც პირველ ადგილზე ქართული წყვილი – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა გავიდნენ.

წყვილთა შორის თავისუფალი პროგრამა 11 იანვარს გაიმართება.