ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში | მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია გუბანოვა მესამე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში 11 იანვარს ქალთა შორის შეჯიბრებაში საქართველოს ორმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა – მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა, ანასტასია გუბანოვამ და ალინა ურუშაძემ.

გუბანოვამ 68.96 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ურუშაძემ კი 50.54 ქულა დაიმსახურა და 23-ე ადგილზეა, ორივე სპორტსმენი 13 იანვარს თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს.

მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ-მეორე ადგილებზე ბელგიელები, ლუნა ჰენდრიქსი (74.66) და ნინა პინზარონე (69.70) არიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 22:00 საათიდან თავისუფალი პროგრამით სპორტული წყვილები იასპარეზებენ – ქართული წყვილი ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას შემადგენლობით მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე არიან.