ფიფა-ს საფეხბურთო აგენტის ახალი დებულება ძალაში შევიდა #1TVSPORT
ფიფა-ს საფეხბურთო აგენტის ახალი დებულება ძალაში შევიდა #1TVSPORT

ფიფა-სა და სფფ-ის ეროვნული საფეხბურთო აგენტის დებულება ძალაში 2023 წლის 1 ოქტომბრიდან შევიდა – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ფიფა-ს საფეხბურთო აგენტის დებულება წარმოადგენს ხანგრძლივი და მრავალხმრივი კონსულტაციების შედეგს, რომელშიც ჩართული იყვნენ მოთამაშეები, კლუბები, ლიგები, ფიფა-ს წევრი ეროვნული ასოციაციები და თავად საფეხბურთო აგენტები.

„ფიფა-ს საფეხბურთო აგენტის დებულება მოიცავს ლიცენზირებული საფეხბურთო აგენტების გამოყენების ვალდებულებას, მომსახურების საფასურის ჭერს, ახალ პირობებს არასრულწლოვანთა დასაცავად და სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს.

სფფ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა სფფ-ის საფეხბურთო აგენტის ეროვნული დებულება, რომელიც ფიფა-ს რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა. განისაზღვრა ეროვნული დებულების მოქმედების სფერო, რომელიც, ძირითადად, არეგულირებს საფეხბურთო აგენტის საქმიანობას სფფ-ის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ფარგლებში“, – წერია სფფ-ის გავრცელებულ ცნობაში.

საინტერესოა, რომ საფეხბურთო აგენტმა კლიენტს საფეხბურთო აგენტის მომსახურება უნდა გაუწიოს მხოლოდ ხელშეკრულების წერილობითი გაფორმების შემდეგ.

ამას გარდა, მხოლოდ საფეხბურთო აგენტს შეუძლია, დაუკავშირდეს პოტენციურ კლიენტს ან გააფორმოს ხელშეკრულება; საფეხბურთო აგენტსა და მოთამაშეს შორის გაფორმებული წარმომადგენლობის ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს.