ძიუდო | სულამანიძე და თუშიშვილი კონტინენტის პირველობის ფინალში იჭიდავებენ, ბექაური ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ორი წევრი – გურამ თუშიშვილი (+100კგ) და ილია სულამანიძე (100კგ) ფინალში იჭიდავებენ. ნახევარფინალში თუშიშვილმა ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ბაშაევი დაამაცხა და ფინალში მის თანაგუნდელს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ინალ ტასოევს შეხვდება. სულამანიძემ კი ხორვატ კუმრიჩს სძლია და ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ კოცოევს ან ნეიტრალური დროშით მოასპრეზე კანიკოვსკის დაუპირისპირდება.

ფინალურ ბლოკში ვიხილავთ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურსაც (90კგ), რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. კონტინენტის პირველობის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელები ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) მოიპოვეს. ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზეა. ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები დღეს დასრულდება, გუნდური ტურნირი კი ხვალ, 28 აპრილს ჩატარდება.