ძიუდო | ევროპის ჩემპიონატზე ბექაური - მეოთხედფინალში, სულამანიძე და თუშიშვილი კი ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ძიუდო | ევროპის ჩემპიონატზე ბექაური - მეოთხედფინალში, სულამანიძე და თუშიშვილი კი ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ორი წევრი-  გურამ თუშიშვილი (+100კგ) და ილია სულამანიძე (100კგ) ნახევარფინალში იჭიდავებენ. მათ შეჯიბრებაზე ორ-ორი გამარჯვება მოიპოვეს. ფინალში გასასვლელად თუშიშვილი – ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ბაშაევს, სულამანიძე კი ნიდერლანდელ კორელს ან ხორვატ კუმრიჩს დაუპირისპირდება.

კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გავიდა ლაშა ბექაური (90კგ). მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ნახევარფინალში გასასვლელად აზერბაიჯანელ ჰაჯიევს შეხვდება. შეჯიბრების მერვედფინალშია ახალგაზრდა გიორგი ჯაბნიაშვილი.(90კგ).

კონტინენტის პირველობის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელები ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) მოიპოვეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზეა. ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები დღეს დასრულდება, გუნდური ტურნირი კი ხვალ, 28 აპრილს ჩატარდება.