საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება 28 დეკემბერს გაიმართება #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება 28 დეკემბერს გაიმართება #1TVSPORT

28 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება – GFF Awards 2023 გაიმართება. ტრადიციულ დაჯილდოებას 19:00 საათზე „რესპუბლიკა ივენთ ჰოლი“ უმასპინძლებს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

GFF Awards 2023-ზე საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

2023 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი;

2023 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი;

2023 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე;

2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი;

2023 წლის საუკეთესო მსაჯი;

2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი;

2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი;

ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2023 წლის საუკეთესო 17 და 19-წლამდე მოთამაშეებისთვის.

ამას გარდა, უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში და მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა სპეციალური პრიზები.