ძიუდო | ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) – მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ფრანგი დიალო გაფრთხილებებით დაამარცხა და მერვედფინალში იჭიდავებს.

გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე – 70 კგ) დამარცხდნენ და ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ.

შეჯიბრის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს შეჯიბრზე ოქროს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა.

2023 წელს მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა – ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა ფინალური დაპირისპირებები წააგეს.