ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში კიდევ 170 ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს
ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში კიდევ 170 ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს

სტამბოლის პროკურატურამ ამერიკაში მცხოვრები, თურქი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის გამო, კიდევ 170 ადამიანის დაკავების ორდერი გამოსცა. მათ შორის ყოფილი სამხედროები არიან.

გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაცია 38 პროვინციაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის აყვანილია უკვე 22 პირი.

სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში 2016 წლის 16 ივლისს მოხდა. ამბოხის ორგანიზატორად ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენი დაასახელა, რის შემდეგაც ქვეყანაში მასობრივი დაკავებები და სამსახურიდან დათხოვნა დაიწყო. დღეისათვის 50 ათასამდე ადამიანი პატიმარია. 150 ათასზე მეტმა კი სამსახური დაკარგა.

1 თებერვალს ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 120 ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს.