ფეთჰულა გიულენის ძმას იზმირის სასამართლომ 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თურქეთის ქალაქ იზმირის სასამართლომ აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ძმას ქუთბეთინ გიულენს 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.
ის სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ცნო დამნაშავედ.
ქუთბეთინ გიულენი 2016 წლის ივლისში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან სამ თვეში, ოქტომბერში დააკავეს. ის იზმირში ძმის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ გამომცემლობაში მუშაობდა.
შეგახსენებთ, თურქეთის ხელისუფლება ამბოხის მცდელობის ორგანიზატორად ფეთჰულა გიულენს მიიჩნევს.