“ფერარის” პრეზიდენტი სერჯო მარკიონე, რომელმაც არაერთხელ გაააკრიტიკა ფორმულა 1-ის მფლობელები ტექნიკური რეგლამენტის გამო, კიდევ ერთხელ შეეხო “სამეფო რბოლების” მიტოვების თემას.
“Liberty Media-ში (ფორმულა 1-ის ახალი მფლობელი) მუშაობს ისეთი გამოცდილი ადამიანი, როგორიცაა როს ბრაუნი, მაგრამ ის რატომღაც ცდილობს ფორმულა 1-ის ბუნების წინააღმდეგ წავიდეს.
მათ სურთ გააკეთონ უბრალო და ერთნაირი მანქანები, იაფი ძრავებით. ეს ყველაფერი კი NASCAR-ის სერიას ემგვანება. სინამდვილეში, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გვჭირდება უფრო მეტი გასწრება და საინტერესო რბოლები.
მომავალში საჭიროა ისეთი გადაწყვეტილების პოვნა, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, “ფერარი” დატოვებს ფორმულას.
“ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ სიტყვებს, უბრალოდ, ჰაერზე ვისვრით, ცეცხლს ეთამაშება. როცა დრო მოვა, “ფერარის” ეყოფა ძალები დაარწმუნოს სხვა მონაწილეები ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზებაში”, – განაცხადა მარკიონემ La Gazetta Dello Sport-თან კომენტარში