„ფეისბუქში“ აცხადებენ, რომ კომპანია სახელს იცვლის და „მეტა“ ერქმევა
„ფეისბუქში“ აცხადებენ, რომ კომპანია სახელს იცვლის და ამიერიდან მას „მეტა“ ერქმევა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, ახალი სახელი უფრო კარგად გამოხატავს „ფეისბუქის“ მომავალს, რადგან ის სოციალურ ქსელს გაცდება და ვირტუალური რეალობას ე.წ. მეტასამყაროს შესთავაზებს მომხმარებელს.
ამასთან, რებრენდინგი არ ეხება ინდივიდუალურ პლატფორმებს, ანუ „ფეისბუქს“, „ინსტაგრამსა“ და „ვოთსაფს“, არამედ მხოლოდ მმართველ კომპანიას, რომელიც სამივე მათგანს ფლობს.
„ფესიბუქში“ რებრენდინგის შესახებ განცხადება იმ ფონზე გააკეთეს, როდესაც ბოლო რამდენიმე დღეა ამერიკულ მედიაში სოციალური ქსელის მიმართ მწვავე და ხმამაღალი კრიტიკა ისმის.
სოციალურ ქსელის ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა „მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე მაღლა ფინანსურ მოგებას აყენებს“.