მომხმარებლები იტყობინებიან, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მუშაობაში შეფერხებებია. ამას მოწმობს პორტალ Downdetector.com-ის მონაცემები, რომელიც ონლაინ სერვისების მუშაობაში არსებულ ხარვეზებს აფიქსირებს.
მომხმარებლები ძირითადად იმას უჩივიან, რომ სოციალურ ქსელში ავტორიზაცია გაძნელებულია. პორტალის ცნობით, Facebook-ის მუშაობაში ხარვეზები ფიქსირდება აშშ-ში, ბრაზილიაში, გერმანიაში, დანიასა და ნიდერლანდებში.
აღსანიშნავია, რომ „ფეისბუქის“ მუშაობაში არსებულ ხარვეზებზე სოციალურ ქსელში წერენ მომხმარებლები საქართველოდანაც. რამდენიმე მომხმარებლის თქმით, სიახლეების ზოლში ისინი პოსტებს ვერ ხედავენ.