სოციალური ქსელები „ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“ და „ვოთსაფი“ ამ დროისთვის შეუფერხებლად მუშაობს. შეფერხება სოციალურ ქსელებში ორსაათნახევარი იყო.
ამ დრომდე უცნობია, რამ გამოიწვია სოციალურ ქსელებში შეფერხება.
სოციალური ქსელების მუშაობა თბილისის დროით დაახლოებით 14:30 საათიდან შეფერხდა. „ფეისბუქის“ დომენი მიუწვდომელი იყო საქართველოში მცხოვრები ინტერნეტმომხმარებლებისთვის.
ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში „ფესბუქის“ მასშტაბური გათიშვის უკვე მეორე შემთხვევაა.