„ფეისბუქი“, „ვოთსაფი“ და „ინსტაგრამი“ მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს

15:29, 14.04.2019

სოციალური ქსელები „ფეისბუქი“, „ვოთსაფი“ და „ინსტაგრამი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით  მუშაობს.

სოციალური ქსელები თბილისის დროით დაახლოებით 14:30 საათიდან შეფერხდა. „ფეისბუქის“ დომენი მიუწვდომელია საქართველოში მცხოვრები ინტერნეტმომხმარებლებისთვის.

სოციალური ქსელების ხელმძღვანელობას შეფერხების მიზეზებთან დაკავშირებით განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.

მსგავსი