„ფეისბუქის“, „ინსტაგრამისა“ და „ვოთსაფის“ მუშაობა აღდგა
„ფეისბუქის“, „ინსტაგრამისა“ და „ვოთსაფის“ მუშაობა აღდგა

სოციალური ქსელები „ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“ და „ვოთსაფი“ ამ დროისთვის შეუფერხებლად მუშაობს. შეფერხება სოციალურ ქსელებში ორსაათნახევარი იყო.

ამ დრომდე უცნობია, რამ გამოიწვია სოციალურ ქსელებში შეფერხება.

სოციალური ქსელების მუშაობა თბილისის დროით დაახლოებით 14:30 საათიდან შეფერხდა. „ფეისბუქის“ დომენი მიუწვდომელი იყო საქართველოში მცხოვრები ინტერნეტმომხმარებლებისთვის.

ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში „ფესბუქის“ მასშტაბური გათიშვის უკვე მეორე შემთხვევაა.