„ფეისბუქი“ და „ვოტსაპი“ შეფერხებით მუშაობს. ხარვეზი სპეციფიკურია და მხოლოდ ზოგიერთ მახასიათებელს ეხება. მომხმარებლები იუწყებიან, რომ ზოგიერთ პოსტზე ფოტო არ ჩანს, მაგრამ გვერდის ჩატვირთვა მაინც შესაძლებელია.
მონიტორინგის ვებგვერდ Down Detector-ის ცნობით, შეფერხება მთელ მსოფლიოში ფიქსირდება, თუმცა ხარვეზი ყველაზე მძიმედ შეეხოთ მომხმარებლებს აშშ-ში, იაპონიასა და ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც.
„ფეისბუქის“ პარალელურად, იგივე ხარვეზი „ვოტსაპშიც“ გამოჩნდა. სამესიჯო აპლიკაციაში მომხმარებლებს ფაილების გაგზავნის პრობლემა აქვთ.
გარდა ამისა, შეფერხებით მუშაობს „ინსტაგრამიც“. ფოტოების ჩატვირთვა ამ დროისთვის იქაც შეუძლებელია.
პრობლემასთან დაკავშირებით, „ფეისბუქს“ კომენტარი ამ დრომდე არ გაუვრცელებია.