ფედერერმა ბალახზე სარეკორდო მატჩი მოიგო
ფედერერმა ბალახზე სარეკორდო მატჩი მოიგო

მამაკაცთა ტურნირზე უიმბლდონის მორიგი დღის გმირი როჯერ ფედერერი იყო. შვეიცარიელმა 94 წუთში 6:3, 7:5, 6:2 გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი დაამარცხა. ახლა, ფედერერს ზედიზედ 29 მოგებული სეტი აქვს უიმბლდონზე.

ისევე, როგორც წინა წრის მატჩში, როჯერმა მეტოქეს არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა და პირველი მოწოდებით ქულების 93 პროცენტი (40-დან 37 მოგებული ქულა) აიღო.

ფედერერმა 175-ე მატჩი მოიგო ბალახზე, რაც ახალი რეკორდია. წინა რეკორდი ამერიკელ ჯიმი კონორსს ეკუთვნოდა.

უიმბლდონის კაცების ტურნირზე ახალ ისტორიას ქმნის 19 წლის ბერძენი სტეფანოს ციციპასი. მან იტალიელი ტომას ფაბიანო ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა და პირველი ბერძენი გახდა ბოლო 49 წლის განმავლობაში, ვინც უიმბლდონის მერვედფინალში გააღწია. აღსანიშნავია, რომ ციციპასს აქამდე არც ერთი მატჩი არ ჰქონდა მოგებული უიმბლდონზე.

კაცები
1/16 ფინალი
ფედერერი (შვეიც, 1)-შტრუფი (გერ) 6:3, 7:5, 6:2
ანდერსონი (ს. აფრ, 8)-კოლშრაიბერი (გერ, 25) 6:3, 7:5, 7:5
ისნერი (აშშ, 9)-ალბოტი (მოლ) 6:3, 6:3, 6:4
მონფილსი (საფ)-კუერი (აშშ, 11) 5:7, 6:4, 6:4, 6:2
მანარინო (საფ, 22)-მედვედევი (რუს) 6:4, 6:3, 4:6, 5:7, 6:3
ციციპასი (საბ, 31)-ფაბიანო (იტა) 6:2, 6:1, 6:4
მაკდონალდი (აშშ)-პეია (არგ) 6:4, 6:4, 7:6(6)