შვეიცარელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა შტუტგარტის ბალახის ტურნირზე ფინალში გასვლა მოახერხა და ორშაბათიდან, კვლავ გახდება მსოფლიოს პირველი ჩოგანი.
ფედერერს ურთულესი ნახევარფინალის გადატანა მოუწია ავსტრალიელი ნიკ კირგიოსის წინააღმდეგ.
შვეიცარელმა ისე ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ ჰქონდა კირგიოსს. თავად როჯერმა ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, ოღონდ, ორივე მეორე სეტში ჰქონდა. პირველ და მესამე სეტებში კი ტაი-ბრეიკი გათამაშდა. პირველ ტაი-ბრეიკზე კირგიოსი დომინირებდა და მხოლოდ ორი ქულა მისცა მეტოქეს, მეორეში კი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ფედერერმა 5:5-ზე ზედიზედ ორი ქულის აღებით გადაწყვიტა მატჩის ბედი – 6:7(2), 6:2, 7:6(5). შეხვედრა საათი და 54 წუთი მიდიოდა.
ფედერერი ფინალში კანადელ მილოშ რაონიჩს შეხვდება, რომელმაც თავის ნახევარფინალში 6:4, 7:6(3) მოუგო ფრანგ ლუკ პუიეს.