სოციალური ქსელი Facebook-ი რეკლამის განთავსებიდან მიღებული მოგების გადასახადს იმ ქვეყნების ხაზინაში გადარიცხავს, რომელი ქვეყნიდანაც იქნა მიღებული შეკვეთა. დღემდე ამ სახით მიღებული შემოსავლები ირლანდიაში დარეგისტრირებულ საერთაშორისო შტაბ-ბინის ანგარიშზე ირიცხებოდა.
ახალი ფისკალური წესდება ევროკავშირთან ხანგრძლივი კონფლიქტის შედეგად დამტკიცდა. ევროკავშირის მაღალჩინოსნები ირლანდიის ხელისუფლებას კომპანიისთვის გაუმართლებელი საგადასახადო შეღავათების გაწევაში ადანაშაულებდნენ.
Facebook -ში აცხადებენ, რომ ახალი საგადასახადო სქემა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის სოციალური ქსელების ბიზნესს უფრო გამჭვირვალეს გახდის.