ევროვიზია 2019-ის წამყვანების ვინაობა ცნობილია
ევროვიზია 2019-ის წამყვანების ვინაობა ცნობილია

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანების ვინაობა ცნობილია – რიგით 64-ე ევროფესტივალს ბარ რაფაელი, ლუსი აიოუბი, ასი აზარი და ერეზ ტალი გაუძღვებიან.

ბარ რაფაელი საერთაშორისო მოდელია და წამყვანის გამოცდილებაც აქვს. 2012 წელს მიჰყავდა ტელეშოუ Million Dollar Shooting Star.

ლუსი აიოუბის ისრაელის ყველაზე ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდად მოიხსენიებენ. ის იუთუბერობით გახდა ცნობილი. სწორედ მან გვამცნო გასულ წელს ისრაელის ჟიურის მიერ დაწერილი ქულები.

ერეზ ტალს 25-წლიანი სატელევიზიო გამოცდილება აქვს, არის პროდიუსერი და ტელეწამყვანი. ერეზი გასულ წელს ევროვიზიის კომენტატორი გახლდათ.

ასი აზარი 39 წლის პოპულარული ტელეწამყვანია, რომელიც ისრაელის შიდა შესარჩევ კონკურს „ამომავალ ვარსკვლავს“ უძღვება.

რიგით 64-ე ევროფესტივალს თელ-ავივი 14, 16 და 18 მაისს მასპინძლობს.