ოთო ნემსაძემ თელ-ავივში მედიასთან შეხვედრაზე სპეციალურად ევროვიზიისთვის დაწერილი სიმღერა შეასრულა [ვიდეო]

2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი, ოთო ნემსაძე თელ-ავივში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სპეციალურად ევროვიზიისთვის დაწერილი სიმღერა შეასრულა. სიმღერა გუშინ ღამე დაიწერა. ტექსტის ავტორი – ალექსანდრე ლორთქიფანიძეა, მუსიკა რომა გიორგაძეს ეკუთვნის.

მედიასთან შეხვედრამდე ოთო ნემსაძემ ექსპო თელ-ავივის სცენაზე მეორე რეპეტიცია გაიარა.

ოთო ნემსაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 14 მაისს, მეთერთმეტე ნომრად იმღერებს.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს.

შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია 14, 16 და 18 მაისს, 23:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის ეთერში განხორციელდება.

დატოვე კომენტარი