ევროვიზია 2019-ის მეორე ნახევარფინალიდან ფინალში გადასული ქვეყნების ვინაობა ცნობილია.
მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია: ჩრდილოეთ მაკედონია, ნიდერლანდები, ალბანეთი, შვედეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, დანია, ნორვეგია, შვეიცარია და მალტა.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი 14 მაისს გაიმართა. პირველი ნახევარფინალიდან ფინალში მოხვდა: საბერძნეთი, ბელარუსი, სერბეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან-მარინო, სლოვენია.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალში, რომელიც 18 მაისს გაიმართება, 26 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგება. კონკურსის წესების მიხედვით, თითო ნახევარფინალიდან ფინალში 10 ქვეყნის წარმომადგენელი გადადის, სადაც მათ უერთდებიან დიდი ხუთეულის ქვეყნები, რომლებიც კონკურსის დამფუძნებლები არიან (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი) და გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, ისრაელი.
18 მაისს ევროვიზიის ფინალის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი 23:00 საათიდან შემოგთავაზებთ.