„ევროტერმბანკის“ საერთაშორისო ტერმინოლოგიურ რესურსს ქართული ენა დაემატა

11:58, 18.04.2019

ევროტერმბანკის“ (EuroTermBank) საერთაშორისო ტერმინოლოგიურ რესურსს ქართული ენა დაემატა.

საკანონმდებლო მაცნეს მთარგმნელობითი ცენტრის მიერ დამუშავებული ტერმინები უკვე ატვირთულია ევროპული საერთაშორისო ტერმინების საძიებო ბაზაში (eurotermbank). აღნიშნული პორტალი ღია და ხელმისაწვდომია, როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

მათ შეუძლიათ, პორტალის რესურსით ისარგებლონ. ქართული ენის შესატყვისი ტერმინები მოძებნონ სხვადასხვა ენებზე და პირიქით.

ამჟამად, საერთაშორისო ტერმინოლოგიურ ბაზაში 42 ენაა. მათ შორის ქართული ენა პირველად მოხვდა.

მსგავსი