გივი მიქანაძე - დაინიცირდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით პირველი ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში ბაკალავრიატზე აღდგება და სავალდებულო იქნება ქართული ენის სწავლება
გივი მიქანაძე - დაინიცირდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით პირველი ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში ბაკალავრიატზე აღდგება და სავალდებულო იქნება ქართული ენის სწავლება

დაინიცირდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან ყველა უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატზე აღდგება და სავალდებულო იქნება ქართული ენის სწავლება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, 2005 წელს მაშინდელი განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობის ზეპირსიტყვიერი მითითებით, უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო პროგრამიდან მიზანმიმართულად ამოიღეს ქართული ენის, როგორც სავალდებულო საგნის სწავლება.

„იმ პერიოდში გაუქმდა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის შესაბამისი კომისია, პარლამენტში გაუქმდა ქართული ენის ქვეკომიტეტი, გაუქმდა ენის პალატა, საჯარო სკოლებში შემცირდა ქართული ენის სწავლების საათები, ხოლო ბაკალავრიატზე მთლიანად ამოიღეს სავალდებულო პროგრამიდან ქართული ენის სწავლება. კომიტეტი უახლოეს დღეებში დააინიცირებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც საქართველოში შესაბამის კანონებში შევა ცვლილებები. 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან ყველა უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატზე აღდგება და სავალდებულო იქნება ქართული ენის სწავლება“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.