ევროსაბჭოს გენერალური მდივანი შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას სამძიმარს უცხადებს
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას სამძიმარს უცხადებს

შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეხმაურება.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას სამძიმარს უცხადებს.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ საქართველოში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით. ჩვენი ფიქრი მსხვერპლთან და მათ ოჯახებთან არის. ვუსამძიმრებ საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას“, – ნათქვამია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაში.

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.