"ევროპული საქართველოს" წევრებმა საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს
საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ ფორმატში დედაქალაქის მთავრობის მოსმენას ფრაქცია “ევროპული საქართველო” პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.
ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ისინი დასახელებულ ადამიანებს საკუთარი თავის დახასიათებას ვერ მოსთხოვენ .
” ეს არის ბატონი კახის კაბინეტი, რომელიც მან უნდა წარმოადგინოს. ჩვენ ვიხილავთ მის კაბინეტს და ამიტომ, კომისიების გაერთიანებულ სხდომაში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ. დაგტოვებთ და შემოგიერთდებით საკრებულოს სხდომის ფორმატში”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.