“ევროპული საქართველოს” წევრებმა საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

13:27, 17.11.2017

საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ ფორმატში დედაქალაქის მთავრობის მოსმენას ფრაქცია “ევროპული საქართველო” პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.

ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ისინი დასახელებულ ადამიანებს საკუთარი თავის დახასიათებას ვერ მოსთხოვენ .

” ეს არის ბატონი კახის კაბინეტი, რომელიც მან უნდა წარმოადგინოს. ჩვენ ვიხილავთ მის კაბინეტს და ამიტომ, კომისიების გაერთიანებულ სხდომაში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ. დაგტოვებთ და შემოგიერთდებით საკრებულოს სხდომის ფორმატში”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

მსგავსი