„ლეიბორისტული პარტია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებს
„ლეიბორისტული პარტია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებს.
ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„უახლოეს პერიოდში ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რომ არ შეუქმნის არანაირ კოალიციას სამათავრობო უმრავლესობას, ბიძინა ივანიშვილსა და ოლიგარქიას. ამაზე ვმუშაობთ. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობას, ეს უნდა გადაწყდეს 31 ოქტომბრის შემდეგ იმ საპარლამენტო ძალთა კონსულტაციების შედეგად, რომლებიც ივანიშვილის მოსაცილებლად უმრავლესობის შეგროვებას შეძლებენ, მაგრამ ამ ეტაპზე თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალას პრემიერ-მინისტრობის თავისი კანდიდატი ჰყავს ან ფიქრობს დასახელებაზე. აქაც ვერ ვხედავ ვერანაირ დანაშაულს. ყველა პარტია მოწოდებულია, რომ მოახდინოს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, მათ შორის პიროვნულ ფაქტორზეც. ჩვენ ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა გვეყოლება და ამ დღეებში დავასახელებთ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.