„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ხვალ საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ხვალ საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ხვალ უზენაესი სასამართლოდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს სურს, სასამართლოზე სრული კონტროლი განახორციელოს, ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ, მოსამართლეები მათ ემსახურებოდნენ.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, ხვალ ხმა მისცეს კანონს, რომელიც იუსტიციის საბჭოში გაბატონებულ, ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს, შესაძლებლობას მისცემს, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად წარუდგინოს თვითნებურად, ყოველგვარი ობიექტური კრიტერიუმების გარეშე, ისეთი პიროვნებები, რომლებიც ამ კლანის მიერ შერჩეული იქნებიან ხელისუფლების მსახურებისთვის. შექმნილ ვითარებაში, ვისთვისაც ძვირფასია სამართლის უზენაესობა, ველოდებით ხვალ საპროტესტო მსვლელობაზე, რათა ხელისუფლებას დავანახოთ საზოგადოების პროტესტი“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ ბრიფინგზე.