ნიკო კახეთელიძე - თბილისი „სხვანაირი“ ქალაქია, არავინ „გაგიტარებთ“ დამოკიდებულებას, რასაც უყურებთ ქუჩების გადაკეტვისას, ყველამ იცის, ვინ „ქოქავს“ ამ სიტუაციას, დაანებეთ თავი კომკავშირულად ვითარების სათქვენოდ გამოყენებას

თბილისის საკრებულოს წევრი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკო კახეთელიძე თბილისში, საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც კახეთელიძე სოციალურ ქსელში წერს, მოქალაქეები არ მოითმენენ იმ დამოკიდებულებას, რაც აქციის მონაწილეების მიერ ქუჩების გადაკეტვის დროს ჩანს.

„თბილისი „სხვანაირი“ ქალაქია. არ „გაგიტარებთ“ არავინ იმ დამოკიდებულებას, რასაც უყურებთ ქუჩების გადაკეტვის დროს. დამოკიდებულებას ადამიანებთან, რომლებსაც თავიანთი პრობლემები აქვთ. ამ შემთხვევაში ახალგაზრდებს არ ვგულისხმობ. ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ „ქოქავს“ ამ სიტუაციას და დაანებეთ თავი კომკავშირულად სიტუაციის სათქვენოდ გამოყენებას. არ გამოვა ეს. დუღს უკვე ქალაქი და ვიდრე „წიხლის ქვეშ“ არ გაგიგდებენ ვინმე თქვენგანს, მანამდე არ მოისვენებთ. თქვენზე აღარ ვდარდობ, ეს ქალაქი მეცოდება არეულობისათვის. მე ჩემი გითხარით, აწი თქვენ იცით“, – წერს ნიკო კახეთელიძე.