სერბეთში 17 დეკემბერს ჩატარებული საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
სერბეთში 17 დეკემბერს ჩატარებული საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

დღეს სერბეთში 17 დეკემბერს ჩატარებული საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბელგრადში, მთავარ მოედანზე ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.

მომიტინგეებს სერბეთის დროშები და ბანერები ეჭირათ ხელში, წარწერებით „ჩვენ არ ვიღებთ“.

სახელმწიფო საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, მმართველმა სერბეთის პროგრესულმა პარტიამ 17 დეკემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 46,72% მოიპოვა.

ცნობისთვის, 17 დეკემბერს გამართულ არჩევნებში სერბეთის მმართველმა „პროგრესულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. ოპოზიციურმა გაერთიანებამ „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ კი მეორე ადგილი დაიკავა. „პროგრესული პარტია“ და მისი ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთს 2012 წლიდან მართავენ.

ოპოზიციურმა ალიანსმა ბელგრადის საკრებულოს არჩევნებში საარჩევნო კანონმდებლობის სერიოზული დარღვევების შესახებ განაცხადა, ხოლო საარჩევნო კომისიამ უარი თქვა ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე, რის გამოც დედაქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო.