ევროპოლს ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს. ევროკავშირის საბჭომ ბრიუსელში გამართულ სხდომაზე ევროკაშირის საპოლიციო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბელგიის ფედერალური პოლიციის გენერალური კომისარი, კატრინ დე ბოლი დანიშნა.
ახალი ხელმძღვანელი უფლებამოსილების შესრულებას 2018 წლის პირველი მაისიდან შეუდგება.
„ამ თანამდებობაზე ჩემი მთავარი ამოცანა სააგენტოს ნდობის და შედეგიანობის ამაღლებაა. გარდა ამისა, აუცილებელია, შენარჩუნებული იყოს ბალანსი წევრი ქვეყნების ოპერატიულ საჭიროებებსა და ევროპოლის როლს შორის უსაფრთხოების მიმართულებით, ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში“, – აღნიშნა ევროპოლის ახლმა ხელმძღვანელმა.
48 წლის კატრინ დე ბოლი პროფესიით იურისტია. ბელგიის ფედერალურ პოლიციას ის 2012 წელს ხელმძღვანელობდა.
ევროპოლის ხელმძვანელი 4 წლის ვადით ინიშნება.