ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს რჩეული ზაზა ხატიაშვილი გახდა
ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს რჩეული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გახდა. 2017 წლის უფლებადამცველის ჯილდო ზაზა ხატიაშვილს ბრიუსელში დღეს გადასცეს.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ საბჭოს ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა მიიღო.
საბჭო, რომელიც მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს აერთიანებს, პრესტიჟულ ჯილდოს ყოველწლიურად მხოლოდ ერთ ადვოკატს გადასცემს.