ევროპარკების ფედერაციის პრეზიდენტმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა
ევროპარკების ფედერაციის წევრობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევროპის მასშტაბით ჩვენი დაცული ტერიტორიის პოპულარიზაციაში, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სასტუმრო „ბილტმორში“ განაცხადა, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
„ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ფაქტი მიეხმარება ჩვენი დაცული ტერიტორიების სააგენტოს გამოცდილების გაზიარებაში და რა თქმა უნდა ჩვენი დაცული ტერიტორიის პოპულარიზაციაში ევროპაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიებაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ჰოსეკმა წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.
ლევან დავითაშვილმა ღონისძიებაზე სააგენტოს ფედერაციაში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ევროპარკების ფედერაცია წარმოადგენს ევროპის დაცული ტერიტორიების ქოლგა ორგანიზაციას და მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ევროპის ეროვნული პარკებისა და ბუნების პროფესიული ქსელი.
ფედერაციაში გაწევრიანებულია 36 ქვეყანა და ასობით დაცული ტერიტორია. ფედერაციაში გაწევრიანებით საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეძლევა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანება ჩეხეთის საელჩოს, WWF- კავკასიის ოფისს, TJS-ს და KFW-ს მხარდაჭერით განხორციელდა.