ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფი დეოლიგარქიზაციის საკითხზე კანონპროექტს დღეს წარადგენს
ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფი დღეს დეოლიგარქიზაციის საკითხზე კანონპროექტს წარადგენს.
ამ წუთებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის შემდეგ ცვლილებების შინაარსი ცნობილი გახდება.
სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ცვლილებებს სამუშაო ჯგუფის წევრებს აცნობს.
არსებული ინფორმაციით, დეოლიგარქიზაციის თაობაზე გათვალისწინებულია უკრაინული მოდელი.
განსაზღვრულია ოთხი კრიტერიუმი, რომლიდანაც სამის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი ოლიგარქად იქნება აღიარებული. კრიტერიუმებად განისაზღვრება ის, რომ პირი უნდა ფლობდეს 80 მილიონზე მეტს, გავლენა უნდა ჰქონდეს მედიასა და პოლიტიკურ პარტიებზე, ასევე მონოპოლიას ფლობდეს რომელიმე ეკონომიკურ საქმიანობაზე.
არსებული ინფორმაციით, უკრაინულ და ქართულ კანონებს შორის სხვაობა იქნება მხოლოდ იმაში, რომ უკრაინაში ოლიგარქად პირს აღიარებს პრეზიდენტთან არსებული საბჭო, საქართველოში კი ეს ფუნქცია პარლამენტს ექნება, გასაჩივრება კი მოხდება სასამართლოში.