ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი უკრაინაში ევროპული ანტისარაკეტო სისტემების განთავსების იდეით გამოვიდა
ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი მანფრედ ვებერი უკრაინაში ევროპული ანტისარაკეტო სისტემების განთავსების იდეით გამოვიდა. ამის შესახებ განცხადება გერმანელმა პოლიტიკოსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
„ევროპაში ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ჩრდილოეთისა და სამხრეთის ხელახალ გაერთიანებასთან, თუმცა ახლა ეს უფრო მეტად აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხაზს ეხება. კერძოდ, ვგულისხმობ მიგრაციის და სხვა საკითხებს. მაგრამ, წარმოიდგინეთ, თუ ჩვენ შევქმნით ძლიერი თავდაცვით კავშირს, უფრო მეტად დავკონკრეტდები. ახლა ჩვენ ვდგავართ იმ პერსპექტივის წინაშე, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გაფორმებული „საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების შესახებ შეთანხმება“ დასრულდება.
თუ ჩვენ, ფრანგულ და გერმანულ მხარესთან ერთად, შევთავაზებდით პოლონეთს, ლატვიას და უკრაინას ანალოგიურ შეთანხმებას, ერთად შევქმნიდით ევროკავშირის ანტისარაკეტო თავდაცვას“, – განაცხადა ვებერმა.
მისივე თქმით, ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი „ნამდვილი ევროპული თავდაცვითი კავშირის“ ჩამოყალიბებისკენ, რაც დაეხმარებოდა ევროპას ხელახლა გაერთიანებაში.