მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილის, ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის მონაწილეობით, პანელური დისკუსია იმართება
მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილის, ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის მონაწილეობით, პანელური დისკუსია იმართება

მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელი „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ მიმდინარეობს.

პანელში მონაწილეობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

როგორც დისკუსიის სპიკერმა, კრისტოფ ჰეუსგენმა აღნიშნა, ეს არის ისტორიული შეხვედრა.

„მე არ ვიცოდი, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მითხრა, რომ ეს არის ისტორიული შეხვედრა. პირველად ისტორიაში, სამხრეთ კავკასიის სამივე ლიდერი ხვდება ერთმანეთს. ვიცი, რომ სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები უკვე შეხვდნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. დიდი მადლობა ყველა თქვენგანს მონაწილეობისთვის“, – აღნიშნა დისკუსიის სპიკერმა.