ევროკომისიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის შეთანხმება შედგება
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი მიიჩნევს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის შეთანხმება შედგება.
ეს განცხადება იუნკერმა ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუში გააკეთა. იუნკერი ადასტურებს, რომ მოლაპარაკების პროცესში ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხი ყველაზე პრობლემურია.
იუნკერმა ჟურნალისტთან საუბრის დროს ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი „ბრექსიტის“ შეთანხმების გარეშე დასრულების ვარიანტისთვისაც ემზადება.