ევროკომისიის ანგარიში - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის ახლახან მიღებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა კიდევ უფრო გააძლიერა
საქართველო ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებას აგრძელებს 2019-2020 წლების ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის საშუალებით, რომელიც სხვადასხვა სფეროში ანტიკორუფციულ პრიორიტეტებს ასახავს და ასევე საერთაშორისო წარმომადგენლების რეკომენდაციებს ითვალისწინებს, – ამის შესახებ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველომ გაამყარა საერთაშორისო სამართალდამცავი თანამშრომლობა ევროპის პოლიციის სამსახურთან (Europol) და ევროკავშირში საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელი გააძლიერა.
„ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის (2017-2020) ახლახან მიღებული სამოქმედო გეგმის (2019-2020) ფარგლებში, საქართველომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა კიდევ უფრო გააძლიერა. იგი ასევე აგრძელებს დანაშაულის ანალიზის თანამედროვე მექანიზმების გაძლიერებას ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობის თანდათანობითი დანერგვის გზით.
საქართველო ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებას აგრძელებს 2019-2020 წლების ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის საშუალებით, რომელიც სხვადასხვა სფეროში (მართლმსაჯულება, კერძო სექტორი, პოლიტიკური კორუფცია, შესყიდვები და ა.შ.) ანტიკორუფციულ პრიორიტეტებს ასახავს და ასევე საერთაშორისო წარმომადგენლების რეკომენდაციებს ითვალისწინებს. თუმცა, მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული შეშფოთება კვლავ არსებობს.
ზემოაღნიშნული ანალიზის საფუძველზე, საქართველომ მეორე ანგარიშით განსაზღვრული ქმედებები განახორციელა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულება გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იყო კონკრეტული ზომები არალეგალურ მიგრაციასთან და დანაშაულთან დაკავშირებული გამოწვევების მოსაგვარებლად, საჭიროა შემდგომი დაუყოვნებლივი ქმედებები ამ პრობლემების გადასაჭრელად, განსაკუთრებით, თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების მზარდი რაოდენობის მიმართებაში. 6 კრიმინალურმა ქსელმა გამოიყენა GozNym ვირუსული პროგრამები, რომლის საშუალებით ცდილობდა 100 მილიონი აშშ დოლარის მოპარვას 41 000-ზე მეტი დაზარალებულისგან, პირველ რიგში, ბიზნესებიდან და მათი ფინანსური ინსტიტუტებიდან“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ დამატებით ყურადღებას შემდეგი სფეროები საჭიროებს:
• ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერება შენგენ+ ზონაში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების სწრაფი შემცირების მისაღწევად და შესანარჩუნებლად; კერძოდ, უფრო სისტემური გზით ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, რაც ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნათა ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია;
• სასაზღვრო შემოწმებების გაძლიერება და გაუმჯობესება, განსაკუთრებით საერთაშორისო აეროპორტებში, დაბალფასიანი ფრენებისთვის, ფუნდამენტური უფლებების და მონაცემთა დაცვის მოთხოვნების სრული გათვალისწინებით;
• უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არსებული უფლებისა და ვალდებულებების შესახებ საინფორმაციო კამპანიების ორგანიზების გაგრძელება;
• ტრანსსასაზღვრო სამართალდაცვითი თანამშრომლობის გაძლიერების გაგრძელება საქართველოდან ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან საბრძოლველად; ამ პროცესის შემადგენელი ნაწილის სახით, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის რეფორმის დასრულების პრიორიტეტიზაცია.