ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ევროკომისიას მიმართავენ, რომლითაც შეშფოთებას გამოხატავენ უნგრეთის გადაწყვეტილებაზე რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ
ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა წერილით მიმართეს ევროკომისიას, რომლითაც გამოხატეს შეშფოთება უნგრეთის გადაწყვეტილებაზე რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ავრცელებს. წერილის ადრესატი კი, შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარი ილვა იოჰანსონია.
საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ უნგრეთის გადაწყვეტილება გაუმართლებელია იმის ფონზე, როცა რუსეთი აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ ომს და აძლიერებს ჰიბრიდულ მოქმედებებს ევროკავშირის წინააღმდეგ.
„ჩვენ ვღელავთ, რომ ამან შესაძლოა, სერიოზული საშიშროება შეუქმნას ევროკავშირის ყველა წევრის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია წერილში.
მინისტრები ასევე მიესალმებიან, რომ ევროკომისიაა უკვე მუშაობს ამ საკითხზე.
„უნგრეთის პასუხს, თქვენს ანალიზს და შემდეგ ნაბიჯებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებენ მინისტრები.
Together with my Nordic-Baltic colleagues I sent a letter to #EU’s @YlvaJohansson to express concern over #Hungary’s decision to ease entry for Russians & Belarussians.
This is not justified when Russia continues its war in #Ukraine & is intensifying hybrid actions against EU. pic.twitter.com/I3huZ73DqJ
— Margus Tsahkna (@Tsahkna) August 16, 2024