ევროკავშირის სასამართლოს დადგენილებით, რელიგიური სიმბოლოების სამსახურში ტარების აკრძალვა დასაშვებია
ევროკავშირის სასამართლოს დადგენილებით, რელიგიური სიმბოლოების სამსახურში ტარების აკრძალვა დასაშვებია.
ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებში თანამშრომლების მიერ ნებისმიერი ისეთი სიმბოლოს ტარება, რომელიც გამოავლენს ადამიანის ფილოსოფიურ შეხედულებებს ან რელიგიურ მრწამსს, შესაძლოა, კანონით აიკრძალოს, რათა შეიქმნას „ნეიტრალური გარემო“.
„ასეთი წესის შემოღება არ არის დისკრიმინაციული, თუ ის საჯარო დაწესებულებების ყველა თანამშრომელზე თანაბრად ვრცელდება და შემოიფარგლება იმით, რაც აუცილებლობას წარმოადგენს“, – ნათქვამია ევროკავშირის სასამართლოს პრესრელიზში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ბელგიელი ქალის სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანა, რომელიც ამტკიცებდა, რომ, საჯარო სამსახურში ისლამური თავსაბურავის ტარების აკრძალვით, მისი მრწამსის თავისუფლება დაირღვა და მის მიმართ დისკრიმინაცია განხორციელდა. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „ევროკავშირის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს და ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აქვთ მოქმედების გარკვეული თავისუფლება, როდესაც სამუშაო ადგილზე ნეიტრალურ გარემოს ადგენენ და ეს დამოკიდებულია სხვადასხვა კონტექსტზე“.