ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ბრექსიტთან დაკავშირებით დადგენილებას 10 დეკემბერს გამოაქვეყნებს

14:38, 06.12.2018

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო  10 დეკემბერს ბრექსიტთან დაკავშირებით დადგენილებას გამოაქვეყნებს.

დოკუმენტიდან გახდება ცნობილი, ექნება თუ არა უფლებამოსილება დიდ ბრიტანეთს სურვილის შემთხვევაში, ცალმხრივად უკან გაიწვიოს ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლი, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის დასატოვებლად ოფიციალურად აამოქმედა.

აღსანიშნავია, რომ დადგენილება 11 დეკემბერს თემთა პალატაში დაგეგმილ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე გახდება ცნობილი. ბრიტანელმა კანონმდებლებმა ბრიუსელთან მიღწეულ შეთანხმებას უნდა უყარონ კენჭი. პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის განცხადებით, თემთა პალატის წევრებს სამი არჩევანი აქვთ, მხარი დაუჭირონ მის შეთანხმებას, დატოვონ ევროკავშირი შეთანხმების გარეშე ან უკან გაიწვიონ გაერთიანებიდან გასვლის განაცხადი.

მსგავსი