ევროკავშირის საბჭომ ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა
ევროკავშირის საბჭომ ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა.

ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „შავი სიიდან“ გამორიცხეს ერთი ადამიანის სახელი, შესაბამისად მას სანქციები არ გაუხანგრძლივდება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული პირი ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრეი კლიუევია. კლიუევისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება ევროკავშირის სასამართლომ გასული წლის ნოემბერში მიიღო.

ამგვარად, ევროკავშირის საბჭოს სასანქციო სიაში სულ 12 პირია, მათ შორის ვიქტორ იანუკოვიჩი. მათ უკრაინის სახელმწიფო ფონდების არამიზნობრივი გამოყენებასა და სამსახურეობრივი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.