ფინელი ევროპარლამენტარი პეტრი სარვაამა აცხადებს, რომ მან შეძლო შეეგროვებინა საკმარისი ხელმოწერები, რათა უნგრეთს ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლება ჩამოერთვას
ფინელი ევროპარლამენტარი პეტრი სარვაამა აცხადებს, რომ მან შეძლო შეეგროვებინა საკმარისი ხელმოწერები, რათა უნგრეთს ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლება ჩამოერთვას

ფინელი ევროპარლამენტარი პეტრი სარვაამა აცხადებს, რომ მან შეძლო შეეგროვებინა საკმარისი ხელმოწერები, რათა უნგრეთს ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლება ჩამოერთვას. ამის შესახებ სარვაამა სოციალურ ქსელ „იქსში” წერს.

მისი თქმით, შესაბამის პეტიციას ხელი სხვადასხვა ქვეყნისა და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა 120-მა ევროდეპუტატმა მოაწერა ხელი.

„ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ორბანისთვის ხმის ჩამორთმევას”, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

ფინელი ევროპარლამენტარი პეტრი სარვაამა გამოდის ინიციატივით, რომ უნგრეთს შეეზღუდოს უფლებები და მათ შორის დროებით ჩამოერთვას ხმის მიცემია უფლება ევროპულ საბჭოში. ამის მიზეზად ევროდეპუტატი უნგრეთის მიერ ევროკავშირის ღირებულებების არაერთგზის დარღვევას ასახელებს.

ფინელი ევროპარლამენტარის აღნიშნული პეტიცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვების განზრახვის შესახებ განაცხადა. ამას კი შესაძლოა, მოჰყვეს საბჭოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის როლის გაძლიერება, რადგანაც ივლისიდან უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.