ბელარუსში ვლადიმერ პუტინი და ვიქტორ იანუკოვიჩი ჩავიდნენ
ბელარუსში ვლადიმერ პუტინი და ვიქტორ იანუკოვიჩი ჩავიდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსში ჩავიდა.

„ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, პუტინს ახლავს თავდაცვის ახალი მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. გარდა ამისა, პუტინის დელეგაციაშია ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, რომელიც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სფეროს კურირებს. „ნოვაია გაზეტა“ ვარაუდობს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებაზე საუბარი სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობას შეეხება.

მედია წერს, რომ პუტინის ვიზიტის პარალელურად გომელის აეროპორტში უკრაინის ექსპრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის თვითმფრინავი დაეშვა.

იანუკოვიჩის ჩასვლის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. უკანასკნელად ის ბელარუსში 2022 წლის მარტში იყო ჩასული.