ევროკავშირის მონიტორინგის მისია ერგნეთში გამართული მორიგი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ევროკავშირის მონიტორინგის მისია, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართული 106-ე შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ მარეკ შჩიგელის და ეუთო-ს თავმჯდმარის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასშიაში, ელჩ ვიორელ მოშანუს თანაფასილიტაციით.
„ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა და ეუთო-ს წარმომადგენლებმა შეაქეს მონაწილეთა ერთგულება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების მიმართ და ხაზი გაუსვეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზის ეფექტური გამოყენების მნიშვნელობას, კერძოდ, დამდეგ აღდგომის პერიოდში. ელჩი შჩიგალი მომდევნო დღეებში ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენების მოწოდებით გამოვიდა და ითხოვა, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ შორის რელიგიურ ობიექტებთან და სასაფლაოებთან წვდომაზე. ელჩმა მოშანუმ მოუწოდა ყველა მხარეს, იპოვონ გამოსავალი, რათა შემცირდეს პრობლემები, რომლებსაც აწყდებიან კონფლიქტით დაზარალებულები და ხაზი გაუსვა დიალოგის, პრაგმატიზმის მნიშვნელობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, „შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე არსებული გადასასვლელი პუნქტების დახურვა და ის შედეგი, რომელიც ამის გამო კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის დადგა“.
„ამასთან დაკავშირებით, შეხვედრის თანაფასილიტატორებმა ხაზი გაუსვეს, რომ გადასასვლელი პუნქტი ოძისი 2,5 წელია, დახურულია და კვლავაც მოითხოვეს მისი გახსნა. მეტიც, თანაფასილიტატორებმა გამოხატეს შეშფოთება დაკავების აქტიური შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო და გამოვიდნენ მოწოდებით, გამოსავლი ნაპოვნი იყოს ჰუმანიტარული მიდგომით“, – წერია განცხადებაში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს უსაფრთხოების კუთხით ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე განვითარებული უკანასკნელი მოვლენები, მათ შორის „ბორდერიზაციის“ შემთხვევები და ჩორჩანა-წნელისის საკითხი.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ სასოფლო-სამეურნეო სეზონის მოახლოების გათვალისწინებით, ყველა მონაწილე შეთანხმდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფორმატსა და ევროკავშირის ცხელის ხაზის გამოყენებით დიალოგის გაძლიერების აუცილებლობაზე. ამასთან დაკავშირებით, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საირიგაციო საკითხებზე ტექნიკურ შეხვედრა აპრილის ბოლოს გამართულიყო.
მონაწილეთა შეთანხმებით, შემდეგი შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.