ევროკავშირის ელჩმა კახეთში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოციალური საწარმო დაათვალიერა
ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოციალური საწარმო „ნუკრიანის სახელოსნოები“ დაათვალიერა.
სოციალურ საწარმოში 200 ქალია დასაქმებული. მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზება საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხორციელდება.
„ასეთი სოციალური საწარმოები მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს კარგი პარტნიორული ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასეთი პროგრამები სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი სოციალური პროექტების შესახებ მორიგი კონკურსის გამოცხადებას მომავალი წლისთვის გეგმავს.