ევროკავშირი ბრიტანეთთან ბრექსითის შემდგომ სავაჭრო შეთანხმების დამტკიცების პროცესს იწყებს
ევროკავშირი ბრიტანეთთან ბრექსითის შემდგომ სავაჭრო შეთანხმების დამტკიცების პროცესს იწყებს. 27 სახელმწიფოს ელჩები ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა დამტკიცების პროცესი დაიწყონ. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის დაახლოებით ათთვიანი მოლაპარაკებების შემდგომ შეთანხმება შედგა. შეხვედრაზე, რომელსაც ბრექსითის საკითხში ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებელი მიშელ ბარნიეც ესწრებოდა, შეთანხმებას ერთხმად მიაღწიეს.
სავაჭრო შეთანხმებამ ბრექსითის შემდგომ ლონდონსა და ბრიუსელს შორის სავაჭრო ურთიერთობები უნდა დაარეგულიროს.
აღსანიშნავია, რომ ბრექსითის გარდამავალი პერიოდი 31 დეკემბერს იწურება, რის შემდეგაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს საბოლოოდ გამოეთიშება.